Thursday, June 5, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

  • მეცხრე დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ამ დღეს ჩვენ მოვაწყეთ ჩვენს ბლოგზე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია.
  • მოვუსმინეთ კოლეგებს, დავუსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები და მოვაწყვეთ დისკუსია.
  • მიმდინარე ტრენინგი ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, გმადლობთ ბატონო გიორგი. პროექტებით სწავლება სწავლების თანამედროვე მეთოდია.

Wednesday, June 4, 2014

პროექტის პორტფოლიო

     იხილეთ პროექტის პორტფოლიო

მე-8 დღის რეფლექსია

პროექტზე  მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა,  ჯგუფმა შეასრულა ყველა საჭირო სამუშაო  პროექტის სრულყოფისათვის  და აითვისა  პროგრამით გათვალისწინებული
ყველა საკითხი, დავხვეწეთ პროექტის გეგმა  შევქმენით  პრეზენტაციის ფაილები.
დაგვრჩა პორტფოლიოების ინტერნეტში ატვირთვა  და რაც მთავარია პრეზენტირება.

Friday, May 30, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

  1. დავასრულეთ პროცედურებზე მუშაობა.
  2. გავაკეთეთ სტუდენტის ნიმუშის პრეზენტაცია ფაილის სახით.
  3. გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა.
  4. განვიხილეთ შშმ და სსსმ სტუდენტებთან მუშაობის მეთოდები.

Thursday, May 29, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

  შევადგინეთ სტანდარტების შესაბამისი სტუდენტების ამოცანები, გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე
  ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი უნარები,გავეცანით ზედა დონის აზროვნების უნარ–ჩვევების კლასიფიკაციასა და ნიმუშებს.
  შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების მასალები და ჩვენი პროექტისთვის შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
  .

Friday, May 23, 2014

მე-5 დღის რეფლექსია

   დღეს ავითვისეთ უაღრესად საინტერესო უნარი, დრაივის მეშვეობით ფაილებისა და ფოლდერების ატვირთვა. ინტერნეტში ჩვენი გამზადებული ბუკლეტი ავტვრითეთ და გავაზიარეთ ჩვენს გლოგებზე. გავგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილები ინტელის პროგრამის რესურსების საქაღალდედან და განვიხილეთ ისინი ჯგუფებში. მოვახდინეთ ჩვენი ინდივიდუალური პროექტების შეფასება. 
   ავითვისეთ დრაივზე ფაილების რედაქტირება გუგლ ქრომის საშუალებით. 

პროექტის ბუკლეტი

აქ იხილეთ   ჩემი ბუკლეტი
https://drive.google.com/file/d/0Bza9SuA6CX61Nnl6VXJaY1RrbWM/edit?usp=sharing

Thursday, May 22, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია


  1. მეოთხე დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა.
  2. შევისწავლე ფოტოგამოსახულების მოძიება ინტერნეტში. მათი ჩამოტვირთვა და შენახვა კომპიუტერში და ვორდის ფაილში ჩასმა.
  3. ტრენინგის მონაწილის ფორმა შევავსე ბლოგზე.
  4. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Monday, May 19, 2014

პირველი-მესამე დღის რეფლექსია

       
   

        -  გავეცანით პროექტებით სწავლებას ინტელის კურსის მიხედვით
        -  განვიხილეთ,  პროექტებით სწავლებას  რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს
        -  შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები
        -  ვისწავლეთ ბლოგიდან რესურს-ფაილების ჩამოტვირთვა
        -   შევისწავლეთ  თეორიული და პრაქტიკული  ტიპის  პროექტების ნიმუშები
        -  ერთად განვიხილეთ ჩვენი მომავალი პროექტების თემები
        -  გავხსენით პირადი პოსტი და ბლოგი
        -  ვისწავლეთ, შეძლებისდაგვარა, ბლოგში მუშაობა
        -  შევისწავლეთ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები
        -  გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს  და გავხსენით საკუთარი ბუკლეტები
        -  ვისწავლეთ გამოსახულების ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა და ბუკლეტში ჩასმა
        -  განვიხილეთ, თუ რა დახმარების  გაწევა  შეუძლია  პროექტებით  სწავლებას
            სტუდენტებისათვის